I დღე - გავეცანით სასწავლო პროექტების გეგმის ნიმუშებს, სადაც დაწვრილებით, მუხლობრივად იყო აღწერილი ყველა ის ნიუანსი, რაც აუცილებელია სრულყოფილი პროექტისთვის. გავიგე ბევრი რამ, რაც საჭიროა პროექტის დაწერა-განხორციელებისთვის, რასაც ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ვერცკი წარმოვიდგენდი მათ საჭიროებას.
გავიხსენეთ, აგრეთვე, ბლოგების შექმნა და მასზე სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნება. აქედან გამომდინარე, ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ინიციატორებსა და ტრენერს, რომელთან ურთიერთობა ძალიან სასურველი და საინტერესოა.
No comments:
Post a Comment