Saturday, October 26, 2013

პროექტის იდეა

ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ" - მოსწავლეები ისაუბრებენ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობაზე;  საზოგადოების როლზე პიროვნების ჩამოყალიბებაში; პიროვნების საზოგადოებასთან გაუცხოებასა და  დაპირისპირებაზე; ცალკეული ადამიანების ტრაგედიის მიმართ საზოგადოების გულგრილობაზე . 

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გავეცანით ბროშურების ნიმუშებს, ვისწავლეთ მათი შექმნა. მუშაობის პროცესი საინტერესო იყო. მადლობა.

Saturday, October 19, 2013

ტრენინგის პირველი დღე



I დღე -  გავეცანით სასწავლო პროექტების გეგმის ნიმუშებს, სადაც დაწვრილებით, მუხლობრივად იყო აღწერილი ყველა ის ნიუანსი, რაც აუცილებელია სრულყოფილი პროექტისთვის. გავიგე ბევრი რამ, რაც საჭიროა პროექტის დაწერა-განხორციელებისთვის, რასაც ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან ვერცკი წარმოვიდგენდი მათ საჭიროებას.
გავიხსენეთ, აგრეთვე, ბლოგების შექმნა და მასზე სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნება. აქედან გამომდინარე, ტრენინგის პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ინიციატორებსა და ტრენერს, რომელთან ურთიერთობა ძალიან სასურველი და  საინტერესოა.