Saturday, November 16, 2013

ტრენინგის მე-8 დღე

ორგანიზება გავუკეთეთ ჩვენს ყველა დოკუმენტს, ვისწავლეთ პორტფოლიოს ბლოგზე გამოქვეყნება. ხვალ საინტერესო დღე გველოდება.

ტრენინგის მე-7 დღე

გავეცანით მოდიფიცირებულ სასწავლო ამოცანებს. სსსმ მოსწავლისთვის შევქმენით მოდიფიცირებული დავალება. შევავსეთ პროექტის გეგმა, ვისწავლეთ ბმულების გაბმა.

ტრენინგის მე-6 დღე

კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენ მიერ შექმნილ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. განვიხილეთ, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები.

Friday, November 8, 2013

ტრენინგის მე-5 დღე

ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება. გავეცანით ნიმუშებს და თვითონაც შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. პროექტის პორტფოლიოებს თანდათან ვავსებთ. ვფიქრობ, საინტერესო ნამუშევრები გამოგვივა. მადლობა.

Saturday, November 2, 2013

პროექტის მე-4 დღე

ვისწავლეთ, როგორ უნდა შევადგინოთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, გავეცანით მათ ნიმუშებს და თვითონაც შევარჩიეთ ჩვენი თემებისთვის კითხვები, მოვისმინეთ და გავითვალისწინეთ რჩევები.
გავეცანით, აგრეთვე, შეფასების მეთოდებს,სქემებსა და რუბრიკებს. 

Friday, November 1, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დავიწყეთ პროექტის პორტფოლიოების შევსება. იმედია, საინტერესო ნამუშევრები გამოგვივა.

Saturday, October 26, 2013

პროექტის იდეა

ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ" - მოსწავლეები ისაუბრებენ პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობაზე;  საზოგადოების როლზე პიროვნების ჩამოყალიბებაში; პიროვნების საზოგადოებასთან გაუცხოებასა და  დაპირისპირებაზე; ცალკეული ადამიანების ტრაგედიის მიმართ საზოგადოების გულგრილობაზე .